1774085816
ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
მისმა აღმატებულებამ, ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო პოლონეთში ავრცელებს.
მეუფე აბელმა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიანა ჟღენტს სამძიმარი გამოუცხადა და გადასცა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ საბას ოფიციალური სამძიმრის წერილი.











