სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1780079029
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია. ის კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„ჩატარებული კვლევა მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე, ყველა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების მიერ კონსილიუმი. პაციენტთან ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას არ ვლინდება. პაციენტს შეეთავაზა მონიტორინგის მიზნით დაკვირვება დინამიკაში და ჰოსპიტალიზაცია. პაციენტი იმყოფება ნევროლოგიურ დეპარტამენტში. დაყოვნების მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ შემდგომი მონიტორინგი. ვინაიდან ის აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, ასევე, ჰქონდა გულისრევის შეგრძნება ჩვენ კლინიკაში ამ წუთამდე გულისრევის შეგრძნება, ღებინება არ ყოფილა მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, პაციენტს მონიტორინგისთვის, შემდგომი დაკვირვებისთვის იმყოფება ნევროლოგიურ განყოფილებაში“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, დაკვირვების შემდეგ თუ კი არ გამოვლინდა ჯანმრთელობის გაუარესების ეპიზოდები პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.