გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ის იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა, მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ თორნიკე რიჟვაძის შესახებ, რომელიც სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
მისი განმარტებით, თურქეთში თორნიკე რიჟვაძის გადაყვანა ოჯახმა გადაწყვიტა.
„წუხელ, ღამით, 2 საათზე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით. პატრონების მოთხოვნით, თხოვნა იყო ასეთი. იყო მანამდე საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებული არ იყვნენ ამაზე. გუშინ გვიან ღამით გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი, იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე.
თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა, მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს. მძიმე პაციენტია. ჩაიბარეს თურქებმა, სხვანაირად არ წაიყვანდნენ იმიტომ, რომ უნდა ეფრინათ და აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრებით, პირიქით - ბევრად გაუმჯობესებული წაიყვანეს“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
გულ-მკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.