„რა ტრაგედიაა... საოცარი ბიჭი იყო“ – ანსამბლი „მძლევარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766090426
როგორ ვიკვებოთ მარხვის პერიოდში, რომ წონაში არ მოვიმატოთ?, - ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ საკუთარი რეკომენდაციები ცნობილ ტელესახეს, ხატია შამუგიას გაუზიარა.
„მარხვის პერიოდში მესმის, რომ ნახშირწყლოვანი კვება უფრო მეტია, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უფრო ნატურალურ ბოსტნეულზე ვიყოთ ორიენტირებულები და პურისა და ცომეულის რაოდენობა, რაც შეიძლება შეზღუდული რაოდენობით იყოს კვების რაციონში. მარხვის პერიოდში არის ლობიოც, რასაც ხმელ ლობიოს ვეძახით, რომელიც საკმაოდ კალორიული პროდუქტია, აქედან გამომდინარე ვეცადოთ, რომ ძალიან ნუ გადავიტვირთებით აღნიშნული პროდუქტით. უფრო მიიღეთ მოთუშული კომბოსტო, ყვავილოვანი, ბადრიჯანი, ყაბაყი და თუ გვაქვს ცილის დეფიციტი, ასეთ შემთხვევაში ვთხოვოთ მამაოს, რომ რძის პროდუქტებზე კურთხევა მოგვცეს…
რაც შეეხება ზეთში მომზადებულ პროდუქტებს, ზეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგანაც ცხიმი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, ვეცადოთ, რომ ზეთი პროდუქტის მომზადების შემდგომ დავამატოთ საკვებს. ვეცადოთ რაც შეიძლება კარგი ხარისხის ზეთი გამოვიყენოთ, მათ შორის ზეითუნისა და სიმინდის ზეთი, რომელიც შედარებით დადებითი ხარისხის და ეფექტის მომცემია ჩვენი ორგანიზმისთვის“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.
View this post on Instagram