კომუნიკაციების კომისია: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას - პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის

ilia II

კომუნიკაციების კომისია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას. მისი მოღვაწეობა განუზომელი მნიშვნელობის არის მართლმადიდებლური სამყაროსთვის. პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის.

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II", - ნათქვამია განცხადებაში.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.