„ხალხის ნაკადი არ წყდება“ - სიონის ტაძარში პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება

სიონი

 სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საფლავზე მისვლა მოქალაქეებს ყოველ დღე, 08:00 საათიდან 22:00-მდე საათამდე შეეძლებათ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.

საფლავთან ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლი დროებით ვერ შეძლებს საფლავთან ახლოს მისვლას და შეხებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორისაა დაკრძალული.

„ხალხის ნაკადი არ წყდება. ჯერჯერობით საფლავთან მიახლებასთან და შეხებასთან დაკავშირებით მაინც თავს ვიკავებთ, რადგან საფლავი არ არის დასრულებული, თუმცა ყველას შეუძლია საფლავთან ჩაიაროს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.