კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კახა ჭელიძე

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოთხი პაციენტიდან ორმა სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ექიმის განცხადებით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ და საავადმყოფოდან ხვალ გაეწერებიან.

„ორი გუშინვე გაეწერა, ხოლო ორი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მსუბუქი დაზიანებები, სიცოცხლისთვის არცერთი არაა საშიში“, - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა ჭელიძემ.