1766601071
იტალიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს ქართველი, რომელიც გაქცევას ცდილობდა, კიბეებიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 50 წლის მოქალაქე დააკავეს. ქართველი გაქცევას ცდილობდა რა დროსაც კიბეებიდან გადმოვარდა და ციხის ნაცვლად საავადმყოფოში აღმოჩნდა.
იტალიური მედიის ცნობით, ქართველი იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.
დაკავებულს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობის მცდელობისა და უკანონო იმიგრაციისთვის.










