ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
1774020633
აშშ ირანის ელექტროსადგურებს თუ თავს დაესხმება, თეირანი რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურას დაბომბავს, – ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის პრესსპიკერმა განაცხადა.
„მტერი თუ თავს დაესხმება ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რეგიონში აშშ-სა და არსებული რეჟიმების კუთვნილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება“, – აცხადებენ ისინი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48-საათიან ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი სახლის ლიდერი ირანს ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებით ემუქრება.