1746733863
„ინტელექტუალური კორუფცია“ - ავტორთა საინიციატივო ჯგუფის საგამოძიებო ფილმი

ბოლო წლებია დიდი ვნებათაღელვაა საავტორო უფლებების სფეროში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეფორმის ფარგლებში, საქპატენტმა ხელოვანების ჰონორარების შემგროვებელი ორგანიზაციის შესარჩევად, აკრედიტაციის კონკურსი გამოაცხადა.
„საინიციატივო ჯგუფის სახელით, იურისტებს და საგამოძიებო ჟურნალისტების ჩართულობით, შეიქმნა საგამოძიებო ფილმი, რომელიც საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებულ სიტუაციას აღწერს.
ფილმის ინსპირაცია სწორედ ის დარღვევები გახდა, რომლებიც წლების განმავლობაში GCA-ის საქმიანობაში გამოიკვეთა”, - აცხადებენ ავტორთა საინიციატივო ჯგუფში.
წყარო: bmg.ge