„ინფორმაცია არასწორად გავრცელდა...“ - რას ჰყვება 7 წლის ილიას დედ

ნათია ილია დედა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ 7 წლის ილია შიმშილისგან შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს, არასრულწლოვნის დედა ნათია სოროკინა არ ადასტურებს.

მარტოხელა ორი შვილის დედამ ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ისაუბრა. მისივე თქმით, შვილი კლინიკაში გაციების გამო დააწვინა.

ნათია ორ შვილთან ერთად  ბორჯომში ერთ–ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

მარტოხელა დედა ამბობს, რომ სოციალურმა აგენტმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შვილებს ჩამოართმევენ და მინდობით აღზრდაში გადაიყვანენ. 

დღეს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა ლიკა ევგენიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 წლის ილიასთვის და მისი ოჯახისთვის საზოგადოების დახმარებით 4300 ლარი შეგროვდა.