სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობისთვის - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1775850035
"ეარ ფორსის" ბორტი ისლამაბადის აეროპორტში სულ რამდენიმე საათში დაეშვება, საიდანაც ამერიკული დელეგაცია სამთავრობო კვარტალში, ე.წ. წითელ ზონაში გადაინაცვლებს. ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონს, იერუსალიმსა და თეირანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებში, თეთრ სახლს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარადგენენ.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანს შორის დიპლომატიური შეხვედრების დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ თეირანმა ვაშინგტონს ომის შეჩერების "ახალი" და "შეცვლილი" წინადადებები წარუდგინა. თეთრი სახლის მტკიცებით, სწორედ ეს ინიციატივა გახდება ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების საფუძველი. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისლამურმა რესპუბლიკამ რამდენიმე საკვანძო სადავო საკითხზე საკუთარი პოზიცია შეამსუბუქა. საუბარია დათმობებზე ბირთვულ პროგრამაზე, ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკული ძალების გაყვანასა და ომის რეპარაციების მოთხოვნაზე. მიუხედავად ამისა, შტატების პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის მთავარ პირობად მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული დერეფნის სრულად გახსნას და ირანის ხელისუფლების მიერ დაწესებული გადასახადის გაუქმებას ასახელებს.
პაკისტანის დედაქალაქში იმყოფებიან ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებიც: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და მეჯლისის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი. ცნობილია თეირანის პოზიციაც, რომელიც ახალმა უზენაესმა ლიდერმა ჩამოაყალიბა. მოჯთაბა ხამენეი შტატებს შურისძიებით დაემუქრა და განაცხადა, რომ ირანი ისრაელისა და შტატების წინააღმდეგ მოკავშირე ძალების მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის.
ვიდრე ისლამაბადში ვაშინგტონის და თეირანის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, იერუსალიმსა და ბეირუთს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე პროცესი დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ამ ორ მხარეს შორის დიალოგი მომავალ კვირას, ვაშინგტონში შედგება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლა“ .
ვაშინგტონზე ზეწოლის ინსტრუმენტად თეირანი მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული დერეფნის - ჰორმუზის სრუტის გამოყენებას გეგმავს. „ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი“ წერს, რომ ისლამური რესპუბლიკა სტრატეგიულ დერეფანში ტანკერების გადაადგილების წესს ამკაცრებს და ნებისმიერი ტრანზიტი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებთან კოორდინაციით განხორციელდება. გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილი მარშრუტებიდან გადახვევა, ნაღმების არსებობის გამო, გემებისთვის საფრთხეს შეიცავს. ირანი სრუტეში დღეში მხოლოდ 15 ხომალდის გატარებას გეგმავს.