„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1776964969
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.
„2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
სამუშაოების პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე გრიგოლეთის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება. ნიგვზიანის წრიულიდან ავტომობილები მოძრაობას პირდაპირ გააგრძელებენ საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით",- ნათქვამია განცხადებაში.