1785065224
გურჯაანში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა მიაგნეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ის სოფელში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა, რის შემდეგაც მეზობლებმა მიაკითხეს და გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
სოფელში ამბობენ, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ზუსტი გარემოებების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.











