რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკარგული ბიჭის მამაც გამოჩნდა. ჟურნალისტმა თაია გამთენაძემ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
გთავაზობთ რეზო დადიანიძის პირველ კომენტარს:
„მე არსად დავმალულვარ და არც ვიმალები. დასამალი არავისთან არაფერი მაქვს... აქციაზე მოვედი, მაინტერესებს, სად არის ჩემი შვილი - ცოცხალია, მკვდარია, რა ვითარებაში დაიკარგა. გავიგოთ ხალხმა, რა მოდა სინამდვილეში. გამოძიება ახლიდან ჩატარდეს.
გეტყვით, გადაცემაში რატომ არ მოვედი - სოფოს რომ ინტერვიუ ჩამოართვით და მეჯვრისხევში ეახლეთ, რატომ მაშინ არ იფიქრეთ, რომ მაგას მამაც ჰყავს მგონი და მამიდაც, იქ იზრდებოდა ეგ ბავშვი. მობრძანებულიყავით, დაგესვათ კითხვები და პასუხს გაგცემდით.
მობილური ჩემს ძმას, კახას ჰქონდა. მას ჰქონდა აქამდე. დედაჩემს მიუცია.
დავიღალე, ხალხს ჰქონია, რომ მამა უვარგისი ჰყავს, უკანასკნელი კაცია... მე ის ადამიანი არ ვარ, როგორსაც ლაივებში აჟღერებენ. 12 წელში რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ“, - ამბობს გურამ დადიანიძის მამა.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.