„გოგონას უმწეო მდგომარეობით ისარგებლა...“ - სამტრედიაში კაცს 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბავშვზე ძალადობა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელსაც 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა, ძალის გამოყენებითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დაამყარა სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის გაუპატიურებაში.

გადაწყვეტილების საფუძველზე, მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.