გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ყოფილ პრეზიდენტთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ა. ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვოლფგანგ ა. ჰერმანს KIU-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ამ მიმართულებით გერმანული მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.
შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივები და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, KIU-ს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი აკადემიური პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს ვოლფგანგ ა. ჰერმანმა გივი მიქანაძეს როგორც უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურა.