გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ საკმარისად წარმოდგენილი თუ არ ხარ შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აქამდე მოქმედი ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო, რის გამოც შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.
„რეალურად, ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტები ამბობს ერთ რამეს, რომ შენ თუ არ ხარ საკმარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს. მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესასამისად აცხადებს, რომ ადამიანების რაოდენობა თუ არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ სხვა ადამიანებს, საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. ვხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები, რაც ბოლომდე ეფექტური არ იყო. სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რათა უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.