გივი ჩხარტიშვილი ავარიული შენობის ჩამონგრევაზე: 94 ადამიანია ათ სასტუმროში გადანაწილებული. მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა. არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე

გივი ჩხარტიშვილი

94 ადამიანია ათ სასტუმროში გადანაწილებული. მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა. არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე, - განაცხადა თბილისის საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, თევდორე მღვდლის10 ნომერში ექსპერტები მუშაობას განაგრძობენ. მათი დასკვნის საფუძველზე გადაწყდება საცხოვრებელი სახლის მომავალი.

„94 ადამიანი არის ათ სასტუმროში გადანაწილებული. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, როგორც გამგეობის თანამშრომლებს, ისე მაჟორიტარის წარმომადგენლობით ორგანოს მოქალაქეებთან. საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის დახმარება აღმოვუჩინოთ, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს პირველ ეტაპზე. მიმდინარეობს მუშაობა და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მომდევნო პერიოდში თუ როგორ უნდა დავიგეგმოთ, როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა. არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.