1763823086
გიორგობის დღესასწაულზე სამების ტაძარში მისული მრევლი წმინდა გიორგის, წმინდა ნაწილს იხილავს
23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში მისული მრევლი წმინდა გიორგის, წმინდა ნაწილს იხილავს. "საზოგადოება ივერიისას" ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა.
"საზოგადოება ივერიისას" ეს ინიციატივა ქართული საზოგადოების შემოწირულობებით განხორციელდა.










