"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის ამბავი
1760214799
გიორგი ჩახუნაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა. 4 ოქტომბრის საქმეზე, მას, სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაო გუშინ, გვიან საღამოს შეუფარდა. თანხა გუშინვე გადაიხადეს, რასაც წინ დაკავებულის შვილის, კოტე ჩახუნაშვილის მიმართვა უძღოდა - ის საზოგადოებას ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდა.
შვილმა მამის გირაოსთვის ანგარიშის ნომერი ჯერ კიდევ სასამართლოდან გამოაქვეყნა, მალევე დაწერა, რომ თანხა შეგროვდა. მიმართვას სოციალურ ქსელშივე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებებიც. ერთ-ერთი პირველი კი რატი იონათამიშვილი იყო, რომელიც წერდა: "აი ზუსტად ესაა კლასიკური ნაცის სახე, ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული ნაცის, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას თხოვს. ეს ხო ჯანსაღ და თავმოყვარე ქართველს თავში არასდროს მოუვა… მაგრამ პრინციპში რა გვიკვირს, მამის უკანალში დამჭრელი გმირად გამოგვიცხადეს წინა შემთხვევაში".
შეფასებას იზიარებს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძეს ამ კონკრეტულ საკითხზე კითხვა დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს.
გიორგი ჩახუნაშვილი ათონელის რეზიდენციის ეზოში შეჭრილებს შორის ერთ-ერთი იყო. ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, რასაც თან ახლდა მის სახლთან შეკრებილი აქტივისტების პროტესტი. დაკავების დროს ჩახუნაშვილი სამართალდამცველებს ეუბნებოდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები მისთვის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა იყო.
რისთვის იდგა 4 ოქტომბერს გიორგი ჩახუნაშვილი და რისთვის ითხოვდნენ მოგვიანებით გირაოს თანხას? - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ უმრავლესობაში არსებული ეს კითხვები არარელევანტურია. ხელისუფლების ოპონენტები, კადრების მიუხედავად ფიქრობენ, რომ ექიმის დაკავებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - პროფესიული სტატუსის მიუხედავად. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებენ დაკავებულის შვილის თხოვნას გირაოს თანხის შეგროვებაზე.
გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. 1-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა.