ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, ოჯახის წევრები და ახლობლები გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ავალიანის დედა საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 17 იანვრიდან შიმშილობას აანონსებს.
გუშინ, პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ მზაობა გამოთქვა, ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.
ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალდება წარედგინა მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო დანარჩენ დაკავებულებს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.