საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1773852871
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასო, საყვარელო ადამიანებო. ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული, ჩვენ კი შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ, გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა მეუფე შიომ.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.