ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
29 ოქტომბერს გერმანიაში, ქართველი დოქტორანტი, 27 წლის არმაზ ცუცქირიძე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
სოციალურ ქსელში ახლობლები და ოჯახის მეგობრები წერენ, რომ ახალგაზრდა გერმანიაში წარმატებული დოქტორანტი იყო.
„ეს ფოტო ორივეს ძალიან მოგვეწონა, ბოლო ფოტო ესაა რაც ერთად გვაქვს. არმაზი ჩემი უახლოესი მეგობარია, რომელმაც გაუფრთხილებლად გუშინ დამტოვა. ბოლო 90 დღე ერთად ვიყავით დილიდან შუაღამემდე უნივერსიტეტში, ისე დავაახლოვდით და ისე გავერთიანდით ყველას ვაკვირვებდით ჩვენი მეგობრობით და არა მხოლოდ, ჩვენნაირი თავგადადებული ქიმიკოსი მეორე იქ არ იყო. არმაზიმ მასწავლა, რა არის ნამდვილი შრომა და რომ ნამდვილ შრომას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და ასეც მოხდა ჩემ შემთხვევაში.
ყველა გავაკვირვე ჩემი შედეგებით სემინარზე. მე კიდე არმაზის ვუხდი მადლობას - რომ არა ის, მე იმის ნახევარსაც ვერ შევძლებდი. არმაზის ბოლო მისია ამ ცხოვრებაში აღმოჩნდა ჩემი დახმარება, რა სასაცილოა, არა? ყველაფერი მტკივა, გული მიჭერს და სული გაყინული მაქვს გუშინდელის შემდეგ, ჩემი მეგობარი მენატრება. გამომიშვა საქართველოში დაწყობილ-დავაცხნილი, ჩამეხუტა წამოსვლის წინ, ლიკო, არ გემშვიდობები, მალე გნახავო. ხელი დამიქნია მატარებელში და ასე ლამაზად, მოტყუებით და ბრმა ნდობით გამისხლტა ხელიდან. მე ისევ არ გემშვიდობები არმაზი, საოცარო ადამიანო, სულ ჩემს გულში და გონებაში იქნები. მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის“, - წერს ლიკო ბობოხიძე სოციალურ ქსელში.
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1762345302