„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
ევროპარლამენტარი, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრი ირმ-ჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს.
"ევროკავშირის პროვოკაციებმა საქართველო აიძულა, სომხეთში გამართული საერთაშორისო კონფერენციისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა, "მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ მიიღო, ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე-ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამან გამოიწვია ბოიკოტი", - აცხადებს ბოსფორდი.
"ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ევრონესტზე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების არყოფნა არის კიდევ ერთი დასტური საერთაშორისო იზოლაციის.
"მე ვიყავი ევრონესტის პარლამენტის ასამბლეაზე როგორც დემოკრატიული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იქ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ. ევრონესტში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეჟიმის წევრების არყოფნა არის კიდევ ერთი დასტური საერთაშორისო იზოლაციის", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.