ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწე სქემარქიმანდრიტი - იოანე ჯიშკარიანი ლომისობას დაკრძალეს. სასულიერო პირი თბილისში მახათაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული.
"სწორედ ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში გაატარა მამა იოანემ თავისი სულიერი ბრძოლის დიდი ნაწილი.
დიდება უფალს.
მითხრა, ასეთ ჟურნალს რომ უშვებ, მახვილივით სიტყვა უნდა გქონდეს. ადამიანების სულებამდე და გულებამდე რომ მიაღწევს, ისეთიო. უფალი შეგეწევა, შენ მოინდომე და სულ ამაზე იფიქრეო.
მისი ღვაწლი ჯერ კიდევ დაუფასებელია ჩვენგან. სულ მალე შევიტყობთ და გაოცებას ვერ დავმალავთ, რომ ჩვენ გვერდით უჩუმრად ცხოვრობდა ასეთი სულიერი მოღვაწე.
სასუფეველი ჰქონოდეს მამა იოანეს სულს" - წერს თამარ მამაცაშვილი, ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი.
საერო ადამიანების გარდა, სულიერ მოძღვარზე დიდი სიყვარულით საუბრობენ სასულიერო პირებიც. მათ შორისაა მამა ილია ჩიკვაიძეც.
მამა ილია ჩიკვაიძე: სქემარქიმანდრიტი ი ო ა ნ ე ( ჯიშკარიანი) - დიდი თაობის ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, რომლის გარდაცვალებაც მძიმედ დააჩნდება ჩვენს სულიერ სამყაროს, მლოცველთა დასს, ვისთვისაც ძვირფასია ლოცვითი ღვაწლი და ადამიანთა სულების გადარჩენისათვის ბრძოლა, ადამიანთა საცხოვნებელი შრომა და მუშაკობა...
მამა სერაპიონი (ასე ერქვა სქემაში აღკვეცამდე) სიყმაწვილისას გავიცანი, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მოკრძალებით ვთხოვე მოძღვრობა გაეწია, კიო, თავი დამიქნია, მერე სივრცეს მიაჩერდა და -- "ატარე წვერი, (ერობაშიც თითქმის სულ წვერით ვიყავი შემოსილი), ოღონდ მოკლედ და მოხდენილად, მაგრამ როცა იქნება ბრძანება და მარჯვენა ხელი ზემოთ აღმართა, მაშინ გაუშვი მთლიანად". დაიქნია თავი, მერე გამხდარი, სპეტაკი მარჯვენა თავზე დამადო და ლოცვა დაიწყო. ასე ვიყავი ხუთი წუთი მაინც, უეცრად მკითხა, რას გრძნობო, თავი ამტკივდა, საფეთქლები მიხურდა, მამაოს მარჯვენიდან თითქოს ცეცხლი გამოდიოდა. ვუთხარი. კარგიაო, ბრძანა და ლოცვა გააგრძელა...
დედა რომ გარდაიცვალა, დაკრძალვის ღამეს, მთელი ღამე, განთიადამდე ტელეფონზე მესაუბრებოდა, სიმშვიდისა და სიწმინდის მოძღვარი, მხნეობისა და სიყვარულის მომცემი, მტვირთველი და მოსიყვარულე...
იმ მწუხარების ჟამს, მისი საუბარები დღესაც ჩამესმის ყურში, ტკბილი სიმღერასავით, წუთისოფლის წარმავალობისა და ზესთასოფლის მარადიულობის საგალობელივით.
შარშან სიონში ვნახე, ვისაუბრეთ, როგორ ხარ, რას ფიქრობ, რას აკეთებო, ჩემი სამოძღვრებო დამოკიდებულება გადავამოწმე, მინდოდა მისი უზარმაზარი გამოცდილების ცხრილში გაევლო. მისმინა, მერე თავი ჩაჰკიდა და ტკბილად მომიგო: ნამდვილად ფიქრობ, სწორედ ფიქრობ, კარგია, მასე გააკეთეო. სიხარული გამომყვა მასთან შეხვედრიდან, სიხარული და ტკივილი, მამაო ძალიან მოტეხილიყო.
სქიმარქიმანდრიტი იოანე ბრძანდებოდა დიდად შემწე ყოველთა მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა, მანუგეშებელი და მლოცველი, მკურნალი და მავედრებელი დაცემულთათვის, სნეულთათვის, შეჭირვებულთათვის ...
მადლობა, მამი, ლოცვისა და დალოცვისათვის...
მადლობა ლოცვასა და მოყვასზე ზრუნვაში გათენებული ყოველი ღამისათვის ტკბილო და ღვთივდიდებულო, ბრძენო მოხუცო, მარად ჭაბუკო და მარად ახალგაზრდავ სულით და გონებით...
აცხონოს ღმერთმა თანამედროვეობის დიდი მამა და მლოცველი, ღვთივდიდებული სქიმარქიმანდრიტი იოანე...
წიაღსა შინა აბრაამისასა განისვენე ძვირფასო და საყვარელო, ტკბილო და მართალო, ჩვენო სიწმინდევ და სისპეტაკევ, ღვთისგან გამორჩეულო სულიერო მამავ...
ტკბილ ხარ შენ უფალო
2 დღე ·
სამწუხაროდ სქემ-არქიმანდრიტი იოანე (სერაპიონ) ჯიშკარიანი გარდაიცვალა ის იყო დიდი მოღვაწე და მლოცველი მამა
უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს სული მონისა ღმრთისა, სქემ-არქიმანდრიტისა, იოანესი ! ვუსამძიმრებთ მის სამწყსოს, ნათესავებსა და ახლობლებს..