სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს
1774119826
მომღერალი თამარ ალადაშვილი სამების საკათედრო ტაძრიდან სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურად წერს:
„დიდხანს მოგვიწია რიგში დგომა და აზრადაც არ მომსვლია სხვა გზა მომენახა - (მიუხედავად ყველაფრისა)
ჰოდა როგორც იქნა მივაღწიე ტაძრის კარამდე -კართან გაგვაფრთხილეს გადაღება აკრძალულიაო და მეც მორჩილი ბავშვივით დავმალე ტელეფონი ...... პატრიარქის ნათელი სახე არასოდეს დამავიწყდება და შორენა მახარეიშვილი შენი დანახვის მომენტი შენი კამერის ობიექტივში რომ აღმოვჩნდი გამეღიმა ძალაუნებურად -და ამ ღიმილით მადლიერება გამოვხატე.
ალბათ ჩაგეხუტე კიდეც . გულში სითბო ჩამეღვარა - შემთხვევით ხომ არაფერი ხდება ... ჰოდა მადლობაააა შენ ამ კადრებისთვის .... შენი ნებართვით გავაზიარებ სხვა კადრებსაც -ეს უკვე ისტორიაააა საუკუნო ხსენება ჩვენს პატრიარქს . მადლობა უფალს რომ შემაძლებინა“,- წერს თამარ ალადაშვილი.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.