გახდი საქართველოს ჩემპიონი რობოტიკაში და გაემგზავრე RoboCup 2024-ზე

RoboCup 2024

პირველად საქართველოში, მოსწავლეებს შორის რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატი ჭიათურაში გაიმართება, გამარჯვებული კი RoboCup 2024-ზე მიიღებს მონაწილეობას და გერმანიაში გაემგზავრება.

რობოტიკის საქართველოს ჩემპიონატს ქალაქი ჭიათურა უმასპინძლებს, ხოლო ორგანიზატორია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი. ამისათვის კი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 4 მაისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირდით აქ: https://shorturl.at/kyEU0

შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება  9-დან 17-წლამდე მოსწავლეებით საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან. უშუალოდ  წევრების გარდა საჭიროა, გუნდს ჰყავდეს სრულწლოვანი მენტორი.

კონკურსში მონაწილე გუნდის მიერ შექმნილი რობოტი კი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ·რობოტის კონსტრუქციის მაქსიმალური დასაშვები ზომებია - 20x20x20 სმ.
  • ·რობოტი უნდა იმართებოდეს/კონტროლდებოდეს ავტომატურად. დისტანციურად, ხელით, ინფორმაციული (სენსორით, კაბელით და ა.შ) მართვა აკრძალულია.
  • ·ყველა რობოტი აღჭურვილი უნდა იყოს სახელურით ისე, რომ მისი გადაადგილება შეიძლებოდეს მისი დაზიანების გარეშე.
  • ·რობოტს უნდა ჰქონდეს ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი მსაჯისთვის მკაფიოდ ხილულ ადგილას, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული გაშვებისა და დასრულების დროს.
  • კონკურსის მიზანი ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება. შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელიც 13-16 ივნისს, გერმანიაში, ჩატარდება.