„გაფრთხილებთ, ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება“ - მეტეოროლოგი

შტორმი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, დღეს 7 სექტემბრის დილიდან 8 სექტემბრის შუადღემდე,  საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად  გაუარესდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

გაძლიერდება დასავლეთის ქარი - დასავლეთ საქართველოში 17-22, აღმოსავლეთში 20-25, შესაძლებელია 28 მეტრ წამამდე.

ამიტომ, სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული ისეთი არასასურველი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა -  უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყერული პროცესების განვითარება  და ძლიერი ქარი ნალექების დროს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება," - წერს მეტეოროლოგი.