1779191900
ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ - თეა ახვლედიანი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქართველ ხალხს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ.
რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, ნიშნავს თანადგომას, ნიშნავს სიყვარულს; ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და, ასევე, ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული. მინდა მოგილოცოთ ყველას, მივულოცო სრულიად საქართველოს საზოგადოებას ეს დღე, ვუსურვო კეთილდღეობა თითოეულ ოჯახს, ჯანმრთელობა, მშვიდობა და სტაბილურობა.
ყველასთვის ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით დაარსდა ეს დღე და ამ ინიციატივის დაარსებიდან ამდენი წლის შემდეგ დღევანდელი დღე ცხადჰყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება, თუ რა პატივისცემით და რა ღირსებით ეკიდება საქართველოს საზოგადოება ამ ინიციატივას, ოჯახის სიწმინდის დღეს,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.











