სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
ექიმი, ნეიროოტოლოგი, ეკატერინე ხარხელი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „იმედის დღე“ სტუმრობდა, სადაც სმენის უეცარ დაქვეითებაზე ისაუბრა.
„არსებობს სმენის ასაკობრივი დაქვეითება. სმენის დაქვეითება იწყება 40 წლის შემდეგ. არსებობს საინტერესო ფენომენი. სმენის უეცარი დაქვეითება მოწმენდილ ცაზე, რომელსაც არაფერი არ აპროვოცირებს. პაციენტები აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. ჰგონიათ, რომ ეს გაივლის, ჰგონიათ, რომ გოგირდოვანი საცობის პრობლემაა.
აქ არ შეიძლება დაყოვნება, ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც სწრაფ, გადაუდებელ რეაგირებას და დახმარებას მოითხოვს. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში, თუ დროზე არ ჩაერიე, მერე ხდება შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ყურში და სმენა აღარ აღდგება.
თუ უეცრად დაგვაკლდა სმენა ცალ ყურზე, განსაკუთრებით თუ ამას თავბრუსხვევა და ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი თან ერთვის, მაშინ არ უნდა დააყოვნოთ და უნდა მიმართოთ სპეციალისტს“, - ამბობს ეკატერინე ხარხელი.