1774177580
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.
„დავემშვიდობეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე ედგა სათავეში ქართულ ეკლესიას. პატრიარქმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველი ხალხი, ჩვენი გული და გონება კი მთავარი ღირებულებებისკენ მიმართა და შეგვახსენა სამი უდიდესი ფასეულობა - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ისტორიით, მოღვაწეებითა და მემკვიდრეობით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, უწმინდესის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე შეუფასებელია, მისი როლი კი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განუზომელი.












