„თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება...“ - თაღლითობის ახალი სქემა
1787595015
საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency-ს ტექნოლოგიური ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა.
„პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებს სპეციალური ტური ფულის მუზეუმის კურატორმა, როლანდ სპანდერაშვილმა ჩაუტარა. მან მონაწილეებს მუზეუმის ისტორია, უნიკალური ექსპონატები და ქართული ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვანი ეტაპები გააცნო. ამასთან, გაიმართა მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ ჩვენება. მედიაპროექტი სებ-ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Caucasus International University-ის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ₾ შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26-საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.