ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების განახლებული ტარიფები

სამსახარულის ბიურო

2023 წლის პირველი თებერვლიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საექსპერტო მომსახურებას განახლებული ტარიფების მიხედვით განახორციელებს.

ტარიფების განახლება 2023 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის #14 დადგენილების  შესაბამისად განხორციელდა, რაც განაპირობა ბიუროში მთელი რიგი მიმართულებებით საექსპერტო სახეობების დამატებამ და არსებული საექსპერტო ტარიფების ბაზარზე კონკურენტული ფასების განსაზღვრამ.

განახლებული ტარიფების ნახვა შესაძლებელია ექსპერტიზის ბიუროს ვებ. გვერდზე www.expertiza.gov.ge