ექსკლუზიური ბრენდები, რომლებსაც საქართველოში მხოლოდ Dressup.ge-ზე იპოვი

dress

თითოული ჩვენგანის დილა იწყება კითხვით — რა ჩავიცვა? მაგრამ რა მოხდება, თუ ეს კითხვა შთაგონების წყარო გახდება და არა ყოველდღიური თავსატეხი? სტილი ხომ ჩვენი თავის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა. სწორედ ამიტომ,  ონლაინ მაღაზია dressup.ge გთავაზობს ექსკლუზიურ ბრენდებს, რომლებიც შენს გარდერობს განსაკუთრებულს გახდის და თან საქართველოში სხვაგან არსად შეგხვდება.

შენ შეგიძლია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კოლექციები სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო, და თანაც, თუ რამეს იყიდი, გეცოდინება, რომ შენს რჩეულ ნივთს ქუჩაში ყოველ მეორეს არ ეცმევა. სწორედ ეს არის Dressup.ge-ის ონლაინ ექსკლუზივის მთავარი ხიბლი — შეგიძლია შექმნა განუმეორებელი სტილი, სახლიდან გაუსვლელად.
 
გახადე ონლაინ შოპინგი კომფორტული
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ონლაინ შოპინგისას ბევრი ჯერ კიდევ ორჭოფობს — არ გაქვს საშუალება შეამოწმო, მოგერგება თუ არა ზომა, ან როგორია ხარისხი... Dressup.ge-ს დახმარებით ამ და სხვა მსგავს პრობლემზე შეგიძლია აღარ იდარდო. გამოიყენე ჩვენი უნიკალური სერვისი „მოირგე“: გამოიწერე რამდენიმე სასურველი მოდელი თუ ზომა, ადგილზე მოისინჯე, დარწმუნდი, რომ ის შენს არსებულ გარდერობს უხდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტე იტოვებ თუ არა ნივთს. იმ ზომებსა და მოდელებს კი, რომელიც არ მოგერგება, კურიერს უკან გაატან.

მაგრამ თუ არჩევანში დარწმუნებული ხარ და შენაძენი სწრაფად გჭირდება, ისარგებლე Express მიწოდების სერვისით — შენაძენს თბილისის მასშტაბით 3 საათში მიიღებ.
 
რა ბრენდებს იხილავ ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიაში?
Dressup.ge-ის ონლაინ ექსკლუზივის კოლექცია მრავალფეროვანია, თუმცა მომენტით ვისარგებლებთ და ჩვენს საყვარელ რამდენიმე ბრენდს განსაკუთრებით გავუსვამთ ხაზს:
● Desigual: ამ ბრენდის კოლექცია უნიკალური დიზაინებით არის ცნობილი. ბარსელონაში შექმნილი ბრენდი მარტივად გამახსოვრებს თავს თამამი პრინტებით, ფერადი დიზაინითა და პოზიტიური ენერგიით. თუ გსურს, შენი სტილი იყოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი, Desigual შენი ბრენდია.
● Back70: მათ ტანსაცმელს გამოარჩევს იტალიური ვინტაჟური ესთეტიკა თანამედროვე დეტალებით. კოლექციაში დაგხვდებათ 70-იანი წლების სტილით შთაგონებული სპორტული ფეხსაცმელი, რომლებიც იდეალურია, როგორც ყოველდღიური, ისე სპორტული და Street Style ესთეტიკისთვის. 
● Marco Tozzi: გერმანული ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის ფეხსაცმელი ყველა სტილისთვის. ბრენდი ქმნის ფეხსაცმელს თანამედროვე ქალისთვის, რომელიც აფასებს კომფორტსა და ელეგანტურობას. იქნება ეს კლასიკური „ლოფერი“ თუ კომფორტული ქუსლიანი ფეხსაცმელი, Marco Tozzi ნებისმიერ ლუქს სრულყოფილს გახდის.
● Poeve: ამ იტალიური ბრენდის მინიმალისტური და ამავდროულად დახვეწილი სტილი მათთვისაა, ვინც აფასებს სიმარტივესა და ხარისხს. Poeve-ს კოლექციები იქმნება ქალებისთვის, რომელთაც სურთ, თავი იგრძნონ თავდაჯერებულად ნებისმიერ სიტუაციაში.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბრენდებისა რომელთაც Dressup.ge-ზე აღმოაჩენ. თუ ჩვენი რეკომენდაციები შენს ესთეტიკას არ შეესაბამება, დაათვალიერე ისეთი ბრენდების კატალოგები როგორებიცაა Steve Madden, HOKA, Salomon, Salsa Jeans და სხვა — ჩვენთან ყველა აუცილებლად იპოვის ისეთ ნივთებს, რომლებიც მის გარდერობს გაამდიდრებს.

ეწვიე ონლაინ მაღაზია dressup.ge-ს ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიას და იპოვე ის, რაც შენს სტილს ყველაზე მეტად უსვამს ხაზს.