„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 07:00-დან 07:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, გარბანი, გორისციხე და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აცხადებენ კომპანიაში.