როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ თავიდან აიცილოთ უიღბლობა
1768594851
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 იანვარს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, ჰუგო ჰუბერტის, ვახუშტი ბატონიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა და მიმდებარედ. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე - სოფლებში: ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, წეროვანი, ერედა, ახალდაბა.
კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.