ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს
1763649804
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ხატაეთის, ილია შეყლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.