ავსტრია სკოლებში 14 წლამდე ასაკის გოგონებისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვას გეგმავს

თავსაბურავი სკოლებში

ავსტრიის მთავრობა სკოლებში 14 წლამდე ასაკის გოგონებისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიის საზოგადოებრივი ავრცელებს.

ხელისუფლების შეფასებით, ეს აკრძალვა დაახლოებით 12 ათას მოსწავლეს შეეხება. შესაბამის განცხადება ოჯახისა და ინტეგრაციის მინისტრმა, კლაუდია პლაკოლმმა გააკეთა.

ავსტრიაში ამგვარი აკრძალვა მანამდეც მოქმედებდა, თუმცა 2019 წელს ის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. მაშინ ეს ცვლილება სამი ათას მუსლიმ მოსწავლეს შეეხო.

მედიის ცნობით, ეროვნული საბჭო ახალ კანონს დეკემბერში დაამტკიცებს.

დამტკიცების შემთხვევაში აკრძალვა 2026 წლის სასწავლო წლიდან შევა ძალაში. ახალი წესის განმეორებითი დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ფულადი ჯარიმა.