„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს, 10:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, საყდრიონი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ოსკარ შმერლინგის ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: ქვეშეთი, მლეთა, ნადიბაანი, ამირნი, გოგნაური, ბედონი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.