რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს, 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ვეძისის, დავით აღმაშენებლის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ცხვარიჭამიაში და სოფელ გლდანში;
11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, ქვემო არანისი, აგატი, ბიჩნიგაურები, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენის და მიმდებარე ქუჩებზე.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.