„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს, 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში - სტალინის, რუსთაველის, აღმაშენებლის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, კოჭობა, ბოდორნას აგარაკი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - ხატაეთის, ვახტანგ ჭელიძის, ფატმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 11:02 საათამდე და 16:58-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აცხადებენ კომპანიაში.