ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - BBC
1746565193
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში დიდგორის, ბარათაშვილის, ზემო უბნის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: კობი, ოქროყანა, გიმარა, ძალაანთხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლებში: ტაბარუკი, ბევრეთი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქსანი, ჩარდახი, ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 1200-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, ღართიკარის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.