„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 -ელ მაისს, 11:20-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გუდაური, კობი, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ოქროყანა, გიმარა, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, სიმონიანთხევი, თრანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.