საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784958245
საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხდა.
შეფერხებით მუშაობს საქართველოს რკინიგზაც.
თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დილის დაახლოებით 08:00 საათისთვის გაითიშა.
თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკმა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.