ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა
1786702017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა, რაც როგორც აღინიშნა, ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას. წესი ვრცელდება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანებზე, რომელთაც საქართველოში რეგისტრირებული სარკინიგზო საწარმო ახორციელებს.
სხვა საკითხებთან ერთად, წესით ძირითადად რეგულირდება: მგზავრის ინფორმირების ვალდებულება; ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა; კომპენსაცია დაგვიანებისთვის; დახმარება - 60 წუთზე მეტი დაგვიანებისას სარკინიგზო საწარმო მგზავრს უსასყიდლოდ სთავაზობს საკვებსა და სასმელს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - დროებით განთავსებასა და ტრანსპორტირებას; ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ბარგის დაკარგვის, დაზიანებისა და დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში კომპენსაციის პირობები; მგზავრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დროს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთა მომსახურების პირობები; სარკინიგზო საწარმო ვალდებულია დაადგინოს მომსახურების ხარისხის სტანდარტები და დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა; საჩივრის წარდგენა.
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს.