„ძლიერი ქარი და წვიმა...“ - კვირის ამინდის განახლებული პროგნოზი

წვიმა

სინოპტიკოსების პროგნოზით, ერთი კვირის მანძილზე ძირითადად მზიანი ამინდები იქნება. 

დედაქალაქში დღე და ხვალ იქნება თბილი ამინდი. 29 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი. 30 ოქტომბერს გამოიდარებს. ქარი შენარჩუნდება მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს და ხვალ აფხაზეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ცივი მასები 29 ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლებს.

რაც შეეხება აჭარას, 28 ოქტომბერს იქნება ძლიერი წვიმა და ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.

30 ოქტომბრიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს.