თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა - ბოლო ცნობები

turkey

თურქეთში, ქალაქ ბალიქესირში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა სტამბოლში, ბურსაში, იზმირსა და სხვა მიმდებარე პროვინციებში.

მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა ბალიქესირის პროვინციაში. 

შემთხვევის ამსახველი კადრები ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.