ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელმა, დანა უაითმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ილია საავადმყოფოშია. „ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას ვვარაუდობ“, - თქვა უაითმა.
ილიას დღევანდელი ბრძოლის შედეგს ეხმიანება ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მეგობარს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ილიას მთავარი ბრძოლის წინ, Nata talks-მა თავის პოდკასტში ქართველი მებრძოლის დედა, ინგა თოფურია ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
დედა შვილის შესახებ გულწრფელად საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან სურს ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე.
„მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, ჩემი შვილიშვილები ქართული ტრადიციებით გაიზარდონ, ეს შეიძლება არაქართველმაც შეძლოს, რომელსაც ეყვარება ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე. რა თქმა უნდა, მე მინდა [ქართველი რძალი] ბევრი მიზეზის გამო. მიყვარს ქართველი გოგონები, შემოევლოს ჩემი თავი… საბოლოოდ, ამას ისევ და ისევ ილია გადაწყვეტს და არა მე, როგორც ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ…“, – აღნიშნა ილიას დედამ.
მისივე თქმით, ილია თოფურიას გვერდით განსაკუთრებული, ძლიერი ხასიათის ქალი უნდა იყოს, რადგან ქართველი მებრძოლი ასეთ გარემოში გაიზარდა.
„მე შემიძლია რჩევა მივცე და ვუთხრა, რომელი ადამიანია ის ვინც, ასეთი ძლიერი კაცის გვერდით არ დანებდება… ილიას გვერდით ყოფნა რთულია იმ გაგებით, რომ ძლიერი უნდა იყო. ილიას გვერდით ძლიერი ბებიებია, ძლიერი დედაა და ილია არაძლიერ ადამიანთან ვერ იქნება კომფორტულ ზონაში… არ უნდა დანებდე, არ უნდა იწუწუნო, მაინც ღვთის ნებაა ყველაფერი და ილიას გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ჩემპიონის დედამ.