ძალიან მძიმე დღეებია, ძალიან დიდი დანაკარგია ყველა მართლმადიდებლისთვის - გიგა ოჩხიკიძე

გიგა ოჩხიკიძე

ძალიან მძიმე დღეებია. ძალიან დიდი დანაკარგია ყველა მართლმადიდებლისთვის, - განაცხადა პარალიმპიურმა ჩემპიონმა, გიგა ოჩხიკიძემ.

„ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარი სიცოცხლეში მისი ნახვა და ბედნიერი ვარ, რომ ახლაც მოვახერხე მოსვლა და პატივი მივაგე“, - აღნიშნა მან.

სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების რიგი არ წყდება. ისინი ილია მეორის ფასდაუდებელ ღვაწლს უსვამენ ხაზს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ტაძარში ყოველდღიურად მიდიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.